Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორსიო საფალიტო ფონდის თქმით, გლობალური ეკონომიკა განიცდის აღმავლობას, მაგრამ არა ისეთი ტემპებით, როგორც უწინ მოელოდნენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 25 სექტემბერს საერთაშორისო სავლუტო ფონდმა გამოაქვეყნა თავისი წლიური ანგარიში მსოფლიოს ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია,

რომ გლობალური ეკონომიკა განიცდის აღმავლობას, მაგრამ არა ისეთი ტემპებით, როგორც უწინ მოელოდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ფონდი ჯერ კიდევ მოელის, რომ წლეულს ზრდა 2,8 პროცენტი იქნება. რაც შეეხება მომავალ წელს, უწინ ნაწინასწმარმეტყველები 4 პროცენტის ნაცვლად, ზრდა მხოლოდ 3,7 პროცენტს მიაღწევს.

ეს პროგნოზი მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონს ეხება, რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მისი პარტნიორების გამოკლებით. ფონდის თქმით, რეგიონი ნაკლებად განიცდის გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელებას, რუსეთის, რეგიონის დომინანტური სახელმწიფოს, ძლიერი შინაგანი ბაზრის წყალობით.

მაგრამ ფონდი რეგიონის ქვეყნებს ორ ჯგუფად ყოფს რეფორმების წარმატებათა მიხედვით. ნაკლებ წარმატებულთა ჯგუფში შედიან ბელორუსი, უზბოეკეთი და ტაჯიკეთი, სადაც მაკრო-ეკონომიკის არასტაბილურობა, კორპორაციული რესტუქტურიზაციის არარსებობა და ინვესტირებისთვის არახელსაყრელი კლიმატი აფერხებს ეკონომიკის ზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ავღანეთის ომმა სხვადასხვაგვარად იმოქმედა თანამეგობრობის მოსაზღვრე ქვეყნებზე.

ყირგიზეთმა იხეირა იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებს თავისი აეროპორტებით სარგებლობის უფლება მიანიჭა. ტაჯიკეთი კი, რომელიც უფრო სახიფათო ადგილად ითვლება, აფრთხობს უცხო ინვესტორებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ მომატებულ ფინანსურ დახმარებას – მათ შორის გრანტებისა და ვალების შემსუბუქების სახით – საჭიროებენ თანამეგობრობის მძიმედ დავალიანებული ქვეყნები. ესენია ყირგიზეთი, მოლდავეთი, ტაჯიკეთი და საქართველო. ამ ქვეყნებს, უზბეკეთთან, სომხეთთან და აზერბაჯანთან ერთად, თანამეგობრობაში ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვთ.

ფონდი აქებს რუსეთს ბოლოდროინდელი რეფორმებისთვის. სახელდობრ, საშემოსავლო გადასახადის და საპენსიო რეფორმების გატარებისა და მიწის კანონის მიღებისთვის.

კარგად აქვთ საქმე ევროპის კავშირში მიღების კანდიდატ-ქვეყნებს. გაისად მათი ეკონომიკის ზრდა 4 პროცენტი უნდა იყოს. ფონდის აზრით, ამას ეს ქვეყნები სანდო და სტაბილურ საკრედიტო სისტემასა და ბაზარზე ორიენტირებულ ბიზნესის კლიმატს უნდა უმადლოდნენ.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკას ექნება ბიუჯეტის დიდი დეფიციტი, ვინაიდან საჭირო იქნება წყალდიდობით გამოწვეული ზარალის დაფარვა.
XS
SM
MD
LG