Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე თბილისში იბარებს აჭარის


ედუარდ შევარდნაძე თბილისში იბარებს აჭარის ლიდერს, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში თავის პირად წარმომადგენელს ასლან აბაშიძეს.

ედუარდ შევარდნაძე თბილისში იბარებს აჭარის ლიდერს, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში თავის პირად წარმომადგენელს ასლან აბაშიძეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აბაშიძის მისიის შესრულება, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლისა, დიდად იქნება დამოკიდებული თბილისში მის ჩასვლაზე, რადგან აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე სტრუქტურები, მათ შორის საგანგებო დავალებათა სამინისტრო, თბილისში მდებარეობს. მაგრამ როგორც თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა დღეს განაცხადა, ასლან აბაშიძე თბილისში არ ჩავა, ვიდრე დედაქალაქში მდგომარეობა არ გამოსწორდება. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ჭიპაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ უშიშროების სამსახურში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ რამდენიმეჯერ დაიგეგმა ტერორისტული აქტები.
XS
SM
MD
LG