Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრანიაში 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა ხელი


უკრანიაში 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც გმობენ პრესის პოლიტიკურ ცენზურას და მასობრივი გაფიცვით იმუქრებიან.

უკრანიაში 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც გმობენ პრესის პოლიტიკურ ცენზურას და მასობრივი გაფიცვით იმუქრებიან.
პეტიციაში მკაცრად არის გაკრიტიკებული ხელისუფლების ზეწოლა მასმედიაზე, რომელიც პოლიტიკური და სოციალური საკითხების ობიექტურ გაშუქებას ცდილობს. დღესვე, უფრო ადრე, უკრაინის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მენეჯერსა და ჟურნალისტებს შორის უთანხმოება მოგვარდა მას შემდეგ, რაც მენეჯერმა წერილობით პირობა დადო, რომ არ ჩაერევა ჟურნალისტების საქმიანობაში. დაპირისპირება სამშაბათს დაიწყო, როცა დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო ”უნიანის” ჟურნალისტებმა ახლად დანიშნული მენეჯერი ვასილ იურიჩკო ცენზორობაში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG