Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა დღეს ინდოეთთან საზღვარზე განთავსებული


პაკისტანმა დღეს ინდოეთთან საზღვარზე განთავსებული ჯარების უკან დახევის შესახებ გამოაცხადა.

პაკისტანმა დღეს ინდოეთთან საზღვარზე განთავსებული ჯარების უკან დახევის შესახებ გამოაცხადა.
ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ინდოეთის ამავე შინაარსის გუშინდელი განცხადება. პაკისტანს, ისევე როგორც ინდოეთს არ დაუზუსტებია, როდის ჩატარდება, ან რამდენ სამხედრო მოსამსახურეს შეეხება ეს ოპერაცია. მაგრამ ინდოეთის განცხადებით, ის ჯარისკაცებს დატოვებს ე.წ. საკონტროლო ხაზზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევ ქაშმირზე გადის. ამჟამად ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე მილიონამდე ჯარისკაცია თავმოყრილი.
XS
SM
MD
LG