Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს


გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს ეჭვი არ ეპარება იმაში,

გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს ეჭვი არ ეპარება იმაში,
რომ ერაყის საკითხზე, უშიშროების საბჭოში, სულ მალე კომპრომისული შეთანხმება იქნება მიღწეული. დასავლელი დიპლომატების ცნობით, შეერთებული შტატები ამზადებს კომპრომისულ ვარიანტს რეზოლუციისა, რომელიც საფრანგეთისა და რუსეთისთვისაა მისაღები. რეზოლუციაში სერიოზული გაფრთხილება იქნება გამოთქმული ერაყის მისამართით, მაგრამ ძალის გამოყენების პირდაპირი მუქარის გარეშე. ხოლო თუ ბაღდადი დაბრკოლებებს შეუქმნის მუშაობაში განიარაღების ექსპერტებს, აშშ, სამხედრო ძალის გამოყენებამდე, კვლავ მოეთათბირება უშიშროების საბჭოს წევრებს. ამასობაში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ კვლავ განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები მზად არიან, უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც მიიღონ გადამჭრელი ზომები ერაყის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG