Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების საგანგებო კომისიის ხელმძღვანელი


გაეროს განიარაღების საგანგებო კომისიის ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი, რომელიც მოსკოვში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აცხადებს,

გაეროს განიარაღების საგანგებო კომისიის ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი, რომელიც მოსკოვში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აცხადებს,
რომ ერაყს შეუძლია ომის თავიდან აცილება, თუკი განიარაღების საერთაშორისო ექსპერტებთან ითანამშრომლებს. მან დააკონკრეტა, რომ ერაყის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული ძალა, თუკი ის დაარწმუნებს ექსპერტებს, რომ ერაყი არ აწარმოებს მასობრივი განადგურების იარაღს. ბლიქსის განცხადებით, გაეროს განიარაღების ექსპერტთა ჯგუფი მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეწვევა ერაყს. რაც შეეხება გაეროს მომავალ რეზოლუციას ერაყის შესახებ, ბლიქსმა მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან შეხევდრის შემდეგ დასძინა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივ ხუთ წევრს რეზოლუციის საბოლოო ვერსიის მიღებამდე კიდევ არაერთი დღე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG