დღეს მოსკოვში, თეატრალურ ცენტრში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა პირველი დაკრძალვები გაიმართა.
მოსკოვის სასაფლაოებზე ხუთი ადამიანი მიაბარეს მიწას. 6 დაღუპულის გვამები რუსეთის სხვა რეგიონებში გააგზავნეს, კიდევ ხუთისა - საზღვარგარეთ. სულ, ტერაქტისა და თეატრალური ცენტრის იერიშის შედეგად 117 მძევალი დაიღუპა. როგორც მოსკოვის პროკურორმა მიხაილ ავდიუკოვმა აცნობა დღეს სააგენტო "ინტერფაქსს", 2 მძევალი და ქალი, რომელმაც ექსტრემისტების მიერ დაკავებულ შენობაში სცადა შესვლა, შეიარაღებულმა ჩეჩნებმა დახვრიტეს. მოსკოვის საავადმყოფოებში 317 ადამიანი რჩება, 27 მათგანის მდგომარეობა - კრიტიკულია.