Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი გერმანიის ქალაქ ლიუნებურგში პროკურატურამ


ჩრდილოეთი გერმანიის ქალაქ ლიუნებურგში პროკურატურამ დაიწყო საქმის გამოძიება იმასთან დაკავშირებით,

ჩრდილოეთი გერმანიის ქალაქ ლიუნებურგში პროკურატურამ დაიწყო საქმის გამოძიება იმასთან დაკავშირებით,
რომ გერმანიის ერთ-ერთმა კომპანიამ აღჭურვილობა მიაწოდა ლიბიის ფარმაცევტულ ქარხანა რაბიტას, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ქიმიურ იარაღს აწარმოებს. ამ გარიგებაში ეჭვმიტანილია ყოფილი დირექტორი და თანამშრომელი ერთ-ერთი კომპანიისა, რომელსაც გამოძიება არ ასახელებს. გასულ წელს ერთ-ერთ გერმანელ ინჟინერს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ აღჭურვილობა მიაწოდა ლიბიის ქარხანა რაბიტას, რითაც გაეროს ემბარგო დაარღვია.
XS
SM
MD
LG