Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით


თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში თავისი სამხედრო კონტინგენტის გაფართოებასა და ჩეჩნეთის ოპერაციებში ჩართვას,

თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში თავისი სამხედრო კონტინგენტის გაფართოებასა და ჩეჩნეთის ოპერაციებში ჩართვას,
აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე თავის სამხედრო მოსამსახურეთა ყოფნის გახანგრძლივებას შეეცდება, ეს მხოლოდ დააჩქარებს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას. თევზაძის თქმით, თუ რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებული მოლაპარაკება გაჭიანურდა, მაშინ საქართველო "ძალიან მალე" უარს იტყვის ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობაზე. "არის უამრავი მექანიზმი, რომელთა ამოქმედება გამოიწვევს იმას, რომ რუსეთის ბაზები საქართველოში თავს არაკომფორტულად იგრძნობენ", - განუცხადა დავით თევზაძემ მოსკოვის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" კორესპონდენტს.
XS
SM
MD
LG