Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პარლამენტის მემარცხენე დეპუტატთა ძალისხმევის


ისრაელის პარლამენტის მემარცხენე დეპუტატთა ძალისხმევის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი

ისრაელის პარლამენტის მემარცხენე დეპუტატთა ძალისხმევის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი
უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას გადაურჩა. კნესეტის ოპოზიციურმა პარტიებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს, რადგან ულტრანაციონალისტურმა "ეროვნული ერთობის" პარტიამ მოულოდნელად თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. ამასთანავე, კნესეტმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი შაულ მოფაზი. დღესვე ისრაელში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. ტელ-ავივის მახლობლად, ქალაქ კფარ-საბას სავაჭრო ცენტრში მოწყობილი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათგან ოთხი - მძიმედ. ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა.
XS
SM
MD
LG