მას ცალკე საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებათდამცველები აკრიტიკებენ საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვის გამო და ცალკე - ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც ყველა გზით ცდილობს, მიაღწიოს დარჩენილი 8 მებრძოლის რუსეთის ტერიტორიაზე გასამართლებას, მიუხედავად იმისა, რომ ორი მათგანი საქართველოს მოქალაქეა. სიტუაცია ისე გართულდა, რომ დატყვევებული ჩეჩნების შემდგომი ბედის გასარკვევად, შევარდნაძე იძულებული გახდა, 4 ნოემბერს მოსკოვში საგანგებო დავალებით უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე გაეგზავნა. ამასობაში კი თბილისში ისევ ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მორიგი დათმობისთვის ემზადება.
მორიგი დათბობის ვადა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დასასრულს უახლოვდება. 26 ოქტომბრის მოსკოვის სისხლიანი მოვლენების შემდეგ საქართველოს მისამართით კვლავ გაისმის ნაცნობი ბრალდებები იმის შესახებ, რომ თბილისი აფერხებს იზოლატორში მყოფი 8 ჩეჩენის ექსტრადიციის პროცესს. კვირის დასაწყისში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დარჩენილი "ღია საკითხების"გასარკვევად, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოსკოვში უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და გენერალური პროკურატურის სპეციალური ჯგუფი გაგზავნა. როგორც რადიო “თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, მოსკოვში მყოფი ქართველი პროკურორები იმ ხუთი ჩეჩენის ბედით დაინტერესდნენ, რომლებიც რუსეთს ოქტომბრის დასაწყისში გადაეცა. კერძოდ, ამ მიზნით უკვე გაიმართა შეხვედრა რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილესთან, ფედინსკისთან, რომელიც უშუალოდ კურატორობს ამ საქმის გამოძიებას.
[ნუგზარ გაბრიჩიძის ხმა] "ამჟამად ფედინსკი გახლავთ მოსკოვში. იგი შეხვდა ჩვენს წარმომადგენლებს, ესაუბრა მათ და კიდევ ერთხელ დაზუსტდა, რომ ეს პატიმრები თავს გრძნობენ კარგად და დაცულია მათ მიმართ ყველა კანონით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც ამ შემთხვევაში, როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრებისთვის, არის განკუთვნილი."[სტილი დაცულია]
ამასობაში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებათდამცველები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, საპატიმროში დარჩენილი 8 ჩეჩენის ბედის გარკვევის დროს იხელმძღვანელოს კანონებითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპით, როგორც ეს 5 ჩეჩენი მებრძოლის გადაცემის დროს მოხდა. ცნობილი უფლებათდამცველი ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლაც იმასვე მოიმოქმედებდა, ევროპული სტრუქტურების კრიტიკის რომ არ ეშინოდეს.
[ნანა კაკაბაძის ხმა] "სურვილი უზარმაზარი აქვთ, რომ გადასცენ, რადგან ეს, როგორც მე ვვარაუდობ, პრეზიდენტების დონეზე იყო შეთანხმებული. და ამიტომაც გადასცეს ის ხუთი. მაგრამ, თუ დანაჩენის გადაცემა შეფერხდა, შეფერხდა ერთადერთი მიზეზით, რომ ევროსასამართლოში ეს პროცესი იხილება."[სტილი დაცულია]
თავის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე დარწმუნებულია, რომ წინა შემთხვევაშიც ყველაფერი სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით მოხდა, რადგან რუსეთის მხარემ 5 პირის ვინაობის დასადგენად ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინა. რაც შეეხება საპყრობილეში მყოფ 8 ჩეჩენს, როგორც ძიების პროცესში გაირკვა, დაპატიმრებულთაგან ორი საქართველოს მოქალაქე, ქისტი ეროვნების, კუშტანაშვილი და მარგოშვილია. დადგენილია ხანოევის ვინაობაც. რაც შეეხება დანარჩენ ხუთს, გენერალური პროკურორის თქმით:
[ნუგზარ გაბრიჩიძის ხმა] "თუ რუსეთის მხარე წარმოადგენს ამ დოკუმენტებს სრულად, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ამ საკითხის განხილვა. გადაეცემა თუ არა, ეს მეორე საკითხია. მაგრამ ჯერჯერობით ამის საფუძველიც არ არსებობს."
აღსანიშნავია, რომ 13 ჩეჩენი მებრძოლის საკითხი, სამართლებრივის გარდა, ზნეობრივ პრობლემას უკავშირდება. მიმდინარე წლის 3-4 აგვისტოს მებრძოლები წინააღმდგეობის გარეშე ჩაბარდნენ ქართველ მესაზღვრეებს იმ იმედით, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ საკუთარ ტერიტორიაზე გაასამართლებდა.