Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სენატის ლიდერებმა დღეს


შეერთებული შტატების სენატის ლიდერებმა დღეს განაცხადეს, რომ გუშინდელ არჩევნებში რესპუბლკიელთა ტრიუმფული გამარჯვება იქცა რეფერენდუმად

შეერთებული შტატების სენატის ლიდერებმა დღეს განაცხადეს, რომ გუშინდელ არჩევნებში რესპუბლკიელთა ტრიუმფული გამარჯვება იქცა რეფერენდუმად
ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის თაობაზე. რესპუბლიკელი სენატორის, ტრენტ ლოტის თქმით, რომელიც სათავეში ჩაუდგება სენატის უმრავლესობას, კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელი ხალხი ენდობა ბუშს. დემოკრატების ლიდერებმა თქვეს, რომ არჩევნების შედეგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იყო განპირობებული. სენატის უმრავლესობის მიმავალი ლიდერის, ტომ დეშლის თქმით, არჩევნებში კენჭი უყარეს ტერორიზმის წინააღმდეგ ომს, ერაყისა და ეროვნული უსაფრთხოების სხვა საკითხებს. [დეშლის ხმა] "ჩემის აზრით, ნაწილობრივ ეს იყო რეფერენდუმი ბუშის ლიდერობის შესახებ. მაგრამ ნაწილობრივ ეს იყო ამავე დროს რეფერენდუმი ამერიკელი ხალხის წუხილზე ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ომი და ის, თუ რა ხდება ერაყში, აგრეთვე ჩვენი საგარეო პოლიტიკის შესახებ და ეროვნული უშიშროების თაობაზე ხალხის წუხილზე..." თქვა ტომ დეშლმა. გუშინდელ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებით რესპუბლიკელებმა არა მარტო შეინარჩუნეს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა, არამედ უპირატესობა მოიპოვეს სენატშიც, სადაც მანამდე იმდენივე ადგილი ჰქონდათ, რამდენიც დემოკრატებს.
XS
SM
MD
LG