Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში განახლდა განხილვა


გაეროს უშიშროების საბჭოში განახლდა განხილვა რეზოლუციისა, რომელიც ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნებას ეხება.

გაეროს უშიშროების საბჭოში განახლდა განხილვა რეზოლუციისა, რომელიც ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნებას ეხება.
ლაპარაკია აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის პროექტზე. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: [შირაკის ხმა]"ერაყის შესახებ გაეროს რეზოლუციის ახალ ტექსტზე დისკუსია მიმდინარეობს. ჩვენ მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ვიმყოფებით. შესატანია ბოლო შესწორებები და ვფიქრობ, ჩვენი დიპლომატები შეძლებენ ამის გაკეთებას, ვგულისხმობ უშიშროების საბჭოს წევრი 15 სახელმწიფოს წარმომადგენელ დიპლომატებს". იუწყებიან აგრეთვე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა ერაყის შესახებ დისკუსიისაკენ და ამ საკითხში ვაშინგტონის პოზიციისადმი მხარდაჭერის გამყარებისაკენ. როგორც ცნობილია, რუსეთსა და საფრანგეთს არაერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება, რომ ახალი რეზოლუცია შეერთებულ შტატებს მისცემს უფლებას, ერაყზე სამხედრო იერიში მიიტანოს, თუ გაირკვა, რომ ბაღდადი არ თანამშრომლობს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან.
XS
SM
MD
LG