Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბინიამინ


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ გადაყენებულ იქნეს პალესტინელთა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ დღეს გამოვიდა მოწოდებით, რომ გადაყენებულ იქნეს პალესტინელთა
ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი. ნეთანიაჰუს თქმით, არაფატმა "ტერორისტული რეჟიმი" შექმნა. ისრაელის მთავრობამ იასირ არაფატს დააკისრა ისრაელის კიბუც მეცერში, იორდანეს დასავლეთი ნაპირის საზღვართან, წუხელ მომხდარი ტერაქტის პასუხისმგებლობა, რომლის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის ქალი მის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იქნა მოკლული. 7 ადამიანი - დაიჭრა. მკვლელმა გაქცევა მოახერხა. ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა "ალ-აქსის წამებულთა ბრიგადამ" იკისრა. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ დღეს დაგმო კიბუც მეცერში მომხდარი ტერაქტი.
XS
SM
MD
LG