Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯეთ სეზერმა


თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯეთ სეზერმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის მოადგილე,

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯეთ სეზერმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის მოადგილე,
52-წლის აბდულა გიული და ახალი მთავრობის შექმნა დაავალა. პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტ სეზერთან შეხვედრის შემდეგ, აბდულა გიულიმ განაცხადა: "მე, ბატონ პრეზიდენტს შევხვდი მისივე თხოვნით. იგი კეთილგანწყობილი იყო და ნდობა გამომიცხადა. პრეზიდენტმა 58-ე მთავრობის შექმნა შემომთავაზა".

აბდულა გიულიმ თქვა, რომ ორშაბათს წარუდგენს პრეზიდენტ სეზერს მთავრობის ახალი კაბინეტის შემადგენლობას. მისივე თქმით, მინისტრების რიცხვი, ამჟამინდელი 38-დან 23-დე შემცირდება ახალ მთავრობაში. სამართლიანობისა და განვითარების ზომიერმა ისლამისტურმა პარტიამ, 3 ნოემბრის არჩევნებში, ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში, რამაც შესაძლებელი გახადა თურქეთში, პირველად განვლილი 15-წლის მანძილზე, ერთპარტიული მთავრობის შექმნა.
XS
SM
MD
LG