Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში მიმდინარე ნატოს სამიტზე ალიანსში


პრაღაში მიმდინარე ნატოს სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვიეს ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

პრაღაში მიმდინარე ნატოს სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვიეს ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
ეს ალიანსის არსებობის 53-წლიან ისტორიაში მის ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას მოასწავებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჯორჯ რობერტსონმა 7 სახელმწიფოს ოფიციალურად მიწვევის შესახებ პრაღაში, ნატოს 2-დღიანი სამიტის დასაწყისშივე განაცხადა: [რობერტოსნის ხმა] "ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ამ შეხვედრაში მონაწილეებს ვაუწყებ, რომ ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე ვიწვევთ შემდეგ სახელმწიფოებს: ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, რუმინეთს, სლოვენიასა და სლოვაკეთს. ვფიქრობ, ეს საკითხი შეთანხმებულია. დიდი მადლობა. საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო". ნატოს წევრი 19-ვე სახელმწიფოს ლიდერებმა შეაქეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც - მათი შეფასებით - ბოლოს მოუღებს ცივი ომის დროინდელ განხეთქილებას. ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ალიანსში, სავარაუდოდ, 2004 წელს გაწევრიანდებიან, მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ ნატოს ამჟამინდელი წევრი ქვეყნების პარლამენტები. ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ აგრეთვე, რომ შეიქმნება ნატოს სწრაფი რეაგირების ჯარი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში განთავსდება. ახალი ჯარი (მას ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში მოქმედება შეეძლება) სრული ძალით 2006 წლისთვის ამოქმედდება.
პრაღის სამიტზე განიხილეს ერაყის საკითხიც.
XS
SM
MD
LG