Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა" რუსეთი დაასახელა


"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა" რუსეთი დაასახელა ერთ-ერთად იმ სამი ქვეყნიდან, სადაც პრესის თავისუფლება საფრთხის წინაშე დგას.

"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა" რუსეთი დაასახელა ერთ-ერთად იმ სამი ქვეყნიდან, სადაც პრესის თავისუფლება საფრთხის წინაშე დგას.
დანარჩენი ქვეყნები არიან ვენესუელა და ზიმბაბვე. როგორც ვენაში დაფუძნებული ინსტიტუტის დირექტორის, იოჰან ფრიცის განცხადებაშია ნათქვამი, მოსკოვში ოქტომბერში მძევლების აყვანასთან დაკავშირებული ამბები გვაჩვენებს, რომ პუტინი დღემდე "შეპყრობილია" სურვილით, აღკვეთოს ინფორმაციის თავისუფალი დინება. ფრიცის სიტყვებით, "მას- მედიას ჰქონდა ამ მოვლენის გაშუქების უფლება, მაგრამ მუშაობაში ხელი ეშლებოდა რუსეთის მთავრობის მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების გამო".
იუწყებიან აგრეთვე, რომ ჟურნალისტთა ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" კვირას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთისა და უცხოეთის მასმედიაზე ზეწოლა ჩეჩნეთის კონფლიქტის გაშუქების საკითხში.
XS
SM
MD
LG