Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განკარგულებით


აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განკარგულებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი დაინიშნა იმ კომისიის თავმჯდომარედ,

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განკარგულებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი დაინიშნა იმ კომისიის თავმჯდომარედ,
რომელსაც 11 სექტემბრის ტერაქტების გარემოებათა გამოძიება დაევალა. კომისიის მიზანია, გამოიძიოს აშშ-ის სპეცსამსახურებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მოქმედება ტერაქტების წინა პერიოდში და დაადგინოს, შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება. მოელიან, რომ კისინჯერის კომისიის დასკვნები, რომელიც ვაშინგტონის ხელმძღვანელობას წელიწადნახევარში უნდა წარედგინოს, უფრო სრულყოფილი იქნება, ვიდრე კონგრესის ორივე პალატის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოძიების შედეგები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰენრი კისინჯერი 70-იანი წლების დამდეგს, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობისას ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG