Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბას


აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბას ბრძანებულებით, თანამდებობიდან მოიხსნა პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია.

აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბას ბრძანებულებით, თანამდებობიდან მოიხსნა პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია.
მის ადგილს დაიკავებს სეპარატისტების სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გენადი გაგულია, რომელიც, საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, რუსეთის მოქალაქეა. როგორც გაგულიამ პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის კანონმდებლობა უშვებს ორმაგ მოქალაქეობას. არძინბას ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ანრი ჯერგენიამ არ შეასრულა კანონი აფხაზეთის 2002 წლის ბიუჯეტის შესახებ და არ მიიღო ზომები ზამთრის პერიოდისათვის მოსამზადებლად. სეპარატისტების ხელმძღვანელობაში მომხდარ სიახლეს თბილისში განიხილავენ, როგორც მოლაპარაკების პროცესისათვის ახალი იმპულსის მიცემის შესაძლებლობას. თუმცა, ოპტიმისტური პროგნოზები ჯერ არ გაკეთებულა. ასევე პარასკევს გავრცელებული ინფორმაციით, გალის ადმინისტრაციული შენობის მახლობლად მოხდა მძლავრი აფეთქება. მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.სოხუმი აფეთქებაში ქართველ პარტიზანებს ადანაშაულებს, რომლებიც, "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, უარყოფენ ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG