ბულგარეთის მთავრობა გამარჯვებული გამოვიდა მისდამი უნდობლობის საკითხზე დღეს პარლამენტში გამართულ ორ კენჭისყრაში.
კენჭისყრის ინიციატივით გამოვიდა ოპოზიცია, რომელიც მთავრობას ადანაშაულებს ეროვნული ინტერესების ღალატში, ევროკავშირთან ორი ატომური რეაქტორის დახურვაზე შეთანხმების გამო. ეს, კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის მოძველებული რეაქტორები 2006 წლამდე უნდა დაიხუროს. ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ ამ შეთანხმებით დაირღვა პარლამენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რეაქტორების დახურვის 2007 წლამდე გადადების შესახებ. საბჭოთა პერიოდის ორი რეაქტორის დახურვის დანარჩენი მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ რეაქტორები გარემონტებულია და საფრთხეს აღარა ქმნის.