გადაღების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში კრიმინალური მდგომარეობის გამოსასწორებლად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაიწყო და საპასპორტო რეჟიმის დამრღვევთა გამოვლენა კანონის დაცვით მოხდა.
კანონის დაცვის თვალსაზრისით, სამართალდამცავებთან პრეტენზიის წაყენება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია პოლიციის განყოფილებებში მიყვანილი ჩეჩენი ეროვნების ადამიანების სტატუსთან დაკავშირებით. იურისტთა განმარტებით, თუ არ არსებობდა ადამიანის იდენტიფიკაციის არავითარი საშუალება, ანუ ადამიანმა ვერ წარმოადგინა ვერც პასპორტი და ვერც დევნილის მოწმობა, პოლიციას სრული უფლება ჰქონდა, პოლიციის განყოფილებაში ჩაეტარებინა დაკავებულის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ღონისძიებები. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში, ბოლო ოფიციალური აღწერით, 4 ათასი ჩეჩენი დევნილი იმყოფება, არაოფიციალური მონაცემებით კი, მათი რაოდენობა 8 ათასს აღწევს, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ბევრი დევნილი საპასპორტო რეჟიმს არღვევდეს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი დევნილების დიდი ნაწილისთვის საციცოცხლოდ აუცილებელია აღრიცხვაზე ყოფნა, – წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან დახმარებას ვერ მიიღებენ, -შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საპასპორტო რეჟიმის დამრღვევთა დიდი ნაწილი საქართველოს დიდ ქალაქებშია თავმოყრილი.
უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნიკა ლალიაშვილის მიერ 7 დეკემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პანკისის ხეობიდან თავდაღწეულმა კრიმინალებმა თავი თბილისს შეაფარეს. მისი თქმით:
[ნიკა ლალიაშვილის ხმა] “ შეიძლება ძალიან მალე კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. და ერთ-ერთი ცენტრი ამ კრიმინალური თავშეყრისა გახლავთ, სამწუხაროდ, ჩვენი დედაქალაქი. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო უკვე სერიოზული ღონისძიებები ამ მიმართულებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანამ დაიწყება კონკრეტული წერტილოვანი დარტყმები კრიმინალურ დაჯგუფებებზე თუ კრიმინალებზე, უნდა მოხდეს დადგენა ყველა იმ პიროვნებისა, ვინც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონოდ იმყოფება თბილისში.”
უკანონოდ თბილისში მყოფთა შორის პოლიციამ პაკისტანისა და ნიგერიის მოქალაქეებიც აღმოაჩინა. რაც შეეხება ჩეჩენ დევნილებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის უფროსი პაატა გომელაური უარყოფს ქართული მედიით გავრცელებულ ცნობებს თბილისში ახმედ ზაკაევის ძმის დაკავების შესახებ. ჯერჯერობით ოფიციალურად არც ის არის ცნობილი, ჩეჩენთა ვინაობის დადგენა პოლიციის განყოფილებებში მიყვანით დასრულდება, თუ ქართველი სამართალდამცავები რუსეთის მხარეს მიმართავენ ამ კატეგორიის ადამიანთა ვინაობის დადგენის თხოვნით.
ფაქტი ერთია: 7 დეკემბერს ქართველ პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, ჩეჩენი დევნილების მიმართ განხორციელებულმა ამ სპეცოპერაციამ, შესაძლოა, საქართველოში ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს.