Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ


კენიაში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას შეიცავს აუდიო-ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტერორისტულ

კენიაში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას შეიცავს აუდიო-ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტერორისტულ
ორგანიზაცია “ალ-ყაიდის” პრეს-მდივან, სულეიმან ბუ გაითის ხმაა აღბეჭდილი. ბუ გაითის განცხადებით, თავდასხმების პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდას" ეკისრება. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია ისლამისტების ერთ-ერთ უებსაიტზე, გარდა ამისა, ჩანაწერი თავისი პროგრამაში გაუშვა კატარის ტელეკომპანია “ალ ჯაზირამ”. იუწყებიან აგრეთვე, რომ ბუ გაითი ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ მორიგი თავდასხმებით დაიმუქრა.
აშშ-ისა და მისი მოკვაშირეების მიერ შარშან ოქტომბერში ავღანეთის დაბომბვის დაწყების შემდეგ ბუ გაითი იმალება. დღესვე საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, ისრაელს დაზვერვისაგან მიღებული აქვს ინფორმაცია, რომ "ალ-ყაიდა" გეგმავს პრაღაში მის მოქალაქეებზე თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG