Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა ჯერჯერობით ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი


ერაყმა ჯერჯერობით ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი საბუთი იმისა, რომ მართლაც მოსპო მასობრივი განადგურების იარაღის ყველა არსენალი.

ერაყმა ჯერჯერობით ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი საბუთი იმისა, რომ მართლაც მოსპო მასობრივი განადგურების იარაღის ყველა არსენალი.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიარაღების ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ. დღეს მათ საბჭოს წევრებს გააცნეს განიარაღების ინსპექტორთა წინასწარი დასკვნები ერაყის სამხედრო პროგრამების შესახებ ბაღდადის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით. საბჭოს სხდომაზე ბლიქსმა განაცხადა, რომ ანგარიში უმეტესწილად მოძველებულ ინფორმაციას შეიცავს. ანგარიშის კომენტირებისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს ვაშინგტონში თქვა, რომ დოკუმენტი არასრულია და უზუსტობებსაც შეიცავს. ხოლო გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ ერაყი უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საბოტაჟში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG