Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა უზენაეს კომისარიატთან არსებული


გაეროს ლტოლვილთა უზენაეს კომისარიატთან არსებული ჩეჩენი ლტოლვილების საკითხთა საზოგადოებრივი კომიტეტის

გაეროს ლტოლვილთა უზენაეს კომისარიატთან არსებული ჩეჩენი ლტოლვილების საკითხთა საზოგადოებრივი კომიტეტის
თავმჯდომარის ჰუსეინ საიდოვის თქმით, მძიმე ზამთარმა პანკისის ხეობაში მცხოვრებ 4 ათასამდე ჩეჩენ ლტოლვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს საიდოვის სხვა სიტყვებიც მოჰყავს: "ლტოლვილთა სოციალური პირობები პანკისში შორს არის მინიმალურისგან, კერძოდ, სერიოზული პრობლემებია საკვებთან დაკავშირებით, ხოლო საშინელი ყინვა ონკოლოგიურ ავადმყოფებში მძიმე გართულებებს იწვევს."
ჰუსეინ საიდოვის თქმით, ადგილობრივ საავადმყოფოებში საერთოდ არ არის გათბობა, წამლები, ხოლო თბილისში ჩასვლის შესაძლებლობა და სახსრები თითქმის არავის აქვს.
საიდოვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარება მინიმალურია - ორ თვეში ერთხელ თითოეულ ოჯახს ეძლევა 27 კილოგრამი ფქვილი, ერთნახევარი ლიტრი ზეთი და 3,6 კილოგრამი ლობიო.
XS
SM
MD
LG