ედუარდ შევარდნაძემ "კონსტრუქციული" უწოდა ზურაბ ჟვანიასთან პირისპირ გამართულ დიალოგს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა, საუბრისას განხილულ იქნა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და გაერთიანებული დემოკრატების წინადადება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ. ედუარდ შევარდნაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად კი პარტია გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი, ზურაბ ჟვანია, ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. ამ შეხვედრას მემარჯვენე ოპოზიციის ერთიანობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად და სეპარატიზმად აღიქვამს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა პრაიმ-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მემარჯვენე ოპოზიციის ერთიანობა, და თან შევარდნაძესთან კონსულტაციები წარმოუდგენელია.