Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუნძულ კვიპროსზე, ნიქოზიაში, დღეს ხალხმრავალი


კუნძულ კვიპროსზე, ნიქოზიაში, დღეს ხალხმრავალი დემონსტრაცია მოაწყეს კვიპროსელი თურქებმა,

კუნძულ კვიპროსზე, ნიქოზიაში, დღეს ხალხმრავალი დემონსტრაცია მოაწყეს კვიპროსელი თურქებმა,
რომლებიც ამ კუნძულის გაერთიანებასა და თავიანთი ლიდერის, რაუფ დენქთაშის გადადგომას მოითხოვდნენ. დემონსტრანტები, რომელთა რიცხვი 30 ათასს უახლოვდებოდა, აცხადებდნენ, რომ თურქულ და ბერძნულ ნაწილებად გაყოფილი კუნძულის გაერთიანება, გააადვილებს კვიპროსის გაწევრიანებას ევროკავშირში. მანიფესტაციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ორად გაყოფილი კუნძულის გაერთიანებას რაუფ დენქთაშის ურყევმა პოზიციამ შეუქმნა მთავარი დაბრკოლება. კვიპროსელი ბერძნების პოლიტიკურმა პარტიებმა და პროფკავშირებმა თანადგომა გამოუცხადეს დემონსტრანტებს.
XS
SM
MD
LG