Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში გასულ დღეღამეში მილიციის სამი


ჩეჩნეთში გასულ დღეღამეში მილიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ორი მათგანი მოკლეს გროზნოში,

ჩეჩნეთში გასულ დღეღამეში მილიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ორი მათგანი მოკლეს გროზნოში,
ბაზარში. ერთი რიგითი საგუშაგოზე დაიღუპა. დღეს ჩეჩნებმა მებრძოლებმა არღუნში ქალაქის ადმინისტრაციის შენობას სროლა აუტეხეს.
ჩეჩნეთის დედაქალაქში, გროზნოში, ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში ახლახან მომხდარი აფეთქების გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ და კვალიც არ არის მიგნებული. ამ აქტის დროს 52 ადამიანი დაიღუპა და 153 დაიჭრა. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სამხრეთ რუსეთში ვიქტორ კაზანცევმა უშიშრობის სამსახურების უპასუხისმგებლობას და დაუდევრობას დააბრალა მომხდარი. ჩეჩენთა ლიდერმა ასლან მასხადოვმა თქვა, რომ ის არ ემხრობა თავდასხმის ამგვარ მეთოდებს.
XS
SM
MD
LG