მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს საახალწლო დღესასწაულებში.
სიდნეიში ასიათასობით ავსტრალიელი დაესწრო საახალწლო ფოიერვერკს, რომელიც ადგილობრივ ნავსადგურთან მოეწყო. ინდონეზიის პრეზიდენტი მეგავატი სუკარნოპუტრი ახალ წელს კუნძულ ბალიზე შეხვდა - იმ ადგილის მახლობლად, სადაც ოქტომბერში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქალაქში გამკაცრებულ იქნა უსაფრთხოების ზომები. პარიზის ქუჩებში და მოედნებზე პოლიციის გაძლიერებული შენაერთები მორიგეობს. განსაკუთრებით ფხიზლად იცავენ ადამიანთა მასობრივი თავყრილობის ადგილებს: ეიფელის კოშკს, სადგურებსა და აეროპორტებს. სამართალდამცავი ორგანოები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს მოსკოვშიც, რომლის ცენტრი ახალი წლის ღამეს საავტომობილო ტრანსპორტისთვის დაკეტილია.