Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში გუშინ რუსეთის არმიის ორი


გროზნოში გუშინ რუსეთის არმიის ორი ოფიცერი გაიტაცეს.

გროზნოში გუშინ რუსეთის არმიის ორი ოფიცერი გაიტაცეს.
ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ორივე გატაცებული გროზნოს რაიონ "ზავოდსკოის" ადმინისტრაციის თანამშრომელია. ამავე ცნობის თანახმად, მათ მანქანას გზა გადაუღობა ორმა სხვა ავტომანქანამ.
დღესვე ეუთოს თანადგომის ჯგუფმა გამოაცხადა, რომ იძულებულია, შეწყვიტოს თავისი საქმიანობა ჩეჩნეთში, რადგან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს მისი მანდატის გაგრძელებაზე. ორი თვის მანძილზე ეუთომ და რუსეთმა ვერა და ვერ მოილაპარაკეს ახალი მანდატის პირობებზე. მაგრამ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ალექსანდრ იაკოვენკოს განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს, თითქოს რუსეთი წყვეტდეს ჩეჩნეთის საკითხში ეუთოსთან თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG