Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის ქალაქ პალეში, ნატოს მრავალეროვან


ბოსნიის ქალაქ პალეში, ნატოს მრავალეროვან სამშვიდობო კონტინგენტში მომსახურე ჯარიკაცებმა ჩხრეკა ჩაატარეს

ბოსნიის ქალაქ პალეში, ნატოს მრავალეროვან სამშვიდობო კონტინგენტში მომსახურე ჯარიკაცებმა ჩხრეკა ჩაატარეს
დღეს შენობაში, რომელშიც რადიოსადგური "იოვანია" განთავსებული. რადიო "იოვანი" სამხედრო დანაშაულში ბრალდებული, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის ქალიშვილს სონია კარაჯიჩს ეკუთვნის. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1992-95 წლების სამოქალაქო ომის დროს ბოსნიაში ჩადენილი გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის ბრალდება წაუყენა რადოვან კარაჯიჩს. ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი ბოსნიელ სერბთა თვითგამოცხადებულ "რეპუბლიკა სერბსკაში" იმალება.
XS
SM
MD
LG