Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის სასამართლომ დაადგინა გაუგრძელოს პატიმრობა


ესპანეთის სასამართლომ დაადგინა გაუგრძელოს პატიმრობა ატლანტის ოკეანეში ჩაძირული ტანკერის,

ესპანეთის სასამართლომ დაადგინა გაუგრძელოს პატიმრობა ატლანტის ოკეანეში ჩაძირული ტანკერის,
"პრესტიჟის" კაპიტანს, საბერძნეთის მოქალაქეს აპოსტოლუს მანგურასს. სასამართლომ უარყო თხოვნა აპელაციის შესახებ, ვინაიდან გამოძიებას ხელთა აქვს სამხილი, რომ მანგურასი არ დაემორჩილა ესპანეთის ხელისუფლებას, როცა უარი თქვა ბუქსირით წაეყვანათ დაზიანებული ტანკერი. 13 ნოემბერს, ძლიერი ღელვის დროს "პრეტიჟი" მეჩეჩზე დაჯდა და დაზიანდა. 6 დღის შემდეგ ხომალდი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროს მახლობლად ჩაიძირა. ზღვაში ჩაღვრილმა 20 ათასამდე ტონა ნავთობმა სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილი გააბინძურა.
XS
SM
MD
LG