Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გულმა დღეს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გულმა დღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, "ძალ-ღონე არ დაიშურონ" ერაყის წინააღმდეგ ომის აღსაკვეთად.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გულმა დღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, "ძალ-ღონე არ დაიშურონ" ერაყის წინააღმდეგ ომის აღსაკვეთად.
ამის შესახებ გულმა ეგვიპტეში ამ ქვეყნის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. გულის თქმით, რეგიონის ყოველმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს დაძაბულების განსამუხტად. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ერაყის მთავრობა თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის და დაამტკიცებს, რომ ერაყს არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი.
იქვე გულმა განმეორებით განაცხადა, რომ თურქეთი არ ემხრობა ერაყის ტერიტორიის გაყოფას. გულის არაბულ ქვეყნებში მოგზაურობის მიზანია ერაყის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის აღკვეთა. ეგვიპტის შემდეგ ის იორდანიას და საუდის არაბეთს მიაშურებს.
XS
SM
MD
LG