რუსეთის სამხედრო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სანქტ პეტერბურგის რეგიონში სამხედრო შენაერთებიდან 24 ჯარისკაცის გაქცევასთან დაკავშირებით.
ამ ჯარსკაცების ოფიცრებს სისასტიკეში ადანაშაულებენ. საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, პროკურატურის პრეს-მდივანმა თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მომხდართან დაკავშირებით გამოძიების ჩატარების შემდეგ. ჯარისკაცების მხარდამჭერ ჯგუფ "ჯარისკაცთა დედების" პეტერბურგელი წარმომადგენლების ინფორმაციით, ჯარისკაცებმა განუწყვეტელი ძალადობის გამო გადაწყვიტეს სამხედრო შენაერთების მიტოვება.