Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა სახელწოდებით


ინდოეთმა გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა სახელწოდებით "აგნი ერთი", რომელიც ბირთვული ქობინითაც შეიძლება იყოს აღჭურვილი.

ინდოეთმა გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა სახელწოდებით "აგნი ერთი", რომელიც ბირთვული ქობინითაც შეიძლება იყოს აღჭურვილი.
კორესპონდენტების ცნობით, ლაპარაკია "მიწა-მიწა" ტიპის რაკეტაზე, რომელიც არის მთავარი ელემენტი ინდოეთის გეგმაში, თავი გაართვას საფრთხეს ბირთვული იარაღით აღჭურვილ მეზობლებთან, ჩინეთთან და პაკისტანთან დაპირისპირების შემთხვევაში. გრძელ რადიუსში მოქმედი, საჭიროების შემთხვევაში ჩინეთის წინააღმდეგ ასამოქმედებელი რაკეტა უკვე მოქმედებისუნარიანია, მაშინ როცა უფრო მოკლე რადიუსში, პაკისტანის წინააღმდეგ ასამოქმედებელი ვერსია დღეს მეორედ გამოსცადეს. გამოცდას უარყოფითად გამოეხმაურა ბრიტანეთი, რომლის თქმით, ბირთვული იარაღის შექმნაზე თავის შეკავება ინდოეთისა და მთელი რეგიონის ინტერესებს შეესაბამება.
XS
SM
MD
LG