Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უახლოეს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ამ ექვსი თვის წინათ, სომალის ნაპირებთან მძევლად აყვანილი 6 ქართველი მეზღვაურის ოჯახების წევრებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ამ ექვსი თვის წინათ, სომალის ნაპირებთან მძევლად აყვანილი 6 ქართველი მეზღვაურის ოჯახების წევრებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის თქმით, ეს შეხვედრები აუცილებელია იმისთვის, რათა მძევალთა გასათავისუფლებლად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნეს მეზღვაურთა ოჯახის წევრების აზრი. დავითაშვილმა დასძინა, რომ მძევალთა გათავისუფლების საქმეში "ნაციონალური მოძრაობა" უშუალო და აქტიურ მონაწილეობას აპირებს. მან აღნიშნა, რომ მეზღვაურების დახმარების სურვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობამ ყოველგვარი იმედი გადაუწურა მძევლებსაც და მათს ახლობლებსაც.
XS
SM
MD
LG