საქართველო არ აპირებს ირანისთვის თბილისის საავიაციო საწარმოში აწყობილი სამხედრო თვითმფრინავების ახალი პარტიის მიყიდვას -
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ამ ქვეყანაში საქართველოს ავიაციის სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, სახელმწიფო მეთაურმა თქვა, რომ უწინ ირანი თბილისისგან თვითმფრინავებს ყიდულობდა. პრეზიდენტის ვარაუდით, ეს თვითმფრინავები მოძველებულია და შეკეთებას საჭიროებს. ბრიფინგზე გამოსვლისას, შევარდნაძემ დასძინა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას ირანში ხსენებულ სპეციალისტთა გამგზავრების სანქცირება არ მოუხდენია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო თავს იკავებს იმ ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისგან, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ატომური ბომბის ფლობის სურვილში.