ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა იოპ დე ჰოოპ შეფერმა, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ჩეჩნეთში დაბრუნების ნებას დართავს ეუთოს მისიას.
მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში იგი მოსკოვს ეწვევა და ამ საკითხს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, იგორ ივანოვთან ერთად განიხილავს. 1 იანვრიდან ნიდერლანდებს ეუთოს მორიგე თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. ჩეჩნეთში ეუთოს მისიას მანდატის ვადა 31 სექტემბერს ამოეწურა. მოსკოვმა მის გაგრძელებაზე უარი თქვა და ეუთოს შესთავაზა, მომავალში ყურადღება ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაზე გადაიტანოს.