Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის ხელისუფლება თანახმაა, რომ გუდაუთის


სოხუმის ხელისუფლება თანახმაა, რომ გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი ეუთოს მეთვალყურეებმა განახორციელონ.

სოხუმის ხელისუფლება თანახმაა, რომ გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი ეუთოს მეთვალყურეებმა განახორციელონ.
ამის შესახებ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწეზე, ასტამურ ტანიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ტანიას თქმით, "ბაზა დაშლილია და იქ მხოლოდ მცირე ქვედანაყოფი რჩება ობიექტების დასაცავად". ამავე დროს, ტანიამ დასძინა, რომ ეუთოს დელეგაციაში არ უნდა შედიოდნენ საქართველოს წარმომადგენლები, რაც, მისივე თქმით, "აფხაზეთის პოლიტიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება".
XS
SM
MD
LG