Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გეორგე


საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გეორგე პაპანდრეუ ალბანეთის დედაქალაქ ტირანას ეწვია.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გეორგე პაპანდრეუ ალბანეთის დედაქალაქ ტირანას ეწვია.
პაპანდრეუმ, რომლის ქვეყანა ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეა, ქებით მოიხსენია ალბანეთის ძალისხმევა, მიმართული კორუფციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ. მინისტრმა განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნებმა არ უნდა გადაუხვიონ "ცვლილებების რთულ გზას". კერძოდ, მან ისაუბრა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და დემოკრატიის განმტკიცების აუცილებლობაზე. ალბანეთში პაპანდრეუ მაკედონიიდან ჩავიდა. მისი მოგზაურობის პროგრამაშია, აგრეთვე, ბოსნია, ხორვატია და სერბია.
XS
SM
MD
LG