Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა დღეს გამოაცხადა, რომ


შეერთებულმა შტატებმა დღეს გამოაცხადა, რომ ერაყის პრეზიდენტისთვის სადამ ჰუსეინისთვის გამოყოფილი ვადა იწურება.

შეერთებულმა შტატებმა დღეს გამოაცხადა, რომ ერაყის პრეზიდენტისთვის სადამ ჰუსეინისთვის გამოყოფილი ვადა იწურება.


ამასთან, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუშს ერაყთან ომის დაწყების თარიღი არ დაუდგენია.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა თქვა, რომ ერაყის განიარაღება ომის გარეშეც შეიძლება. მანვე აღნიშნა, რმ გაეროს ანსპექტორებმა ახლა დაიწყეს სრული ძალით მოქმედება ერაყში და სანამ დადგინდება, რომ ერაყმა დაარღვია 1441 რეზოლუცია, უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს და იმსჯელოს. ანანმა თქვა აგრეთვე, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ დისკუსიაში სადამ ჰუსეინის გადადგომის ან ქვეყნიდან წასვლის თაობაზე. გერმანიამ და ბრიტანეთმა დღეს გამოაცხადეს, რომ სამხედრო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში საჭირო იქნება გაეროს რეზოლუცია. ბრიტანეთმა, თუმცა, ერაყის მიმართ ქმედების თავისუფლება დაიტოვა რეზოლუციიის გარეშეც.
XS
SM
MD
LG