Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის მოლოდინში


მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პოზიტიური როლი დღემდე არ შეუსრულებია, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე

აფხაზეთის საკითხის განხილვას, მაინც, სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება. გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრების წინ საქართველოში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გააქტიურება იგრძნობა. ამ მხრივ ასე თუ ისე აქტიურები გახდნენ ოფიციალური პირებიც და დევნილებიც. ბოლო დღეებში დევნილები ინტენსიურად მართავენ საპროტესტო აქციებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტისა და აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის საქმეში ჩართული მხარეების გააქტიურების მოთხოვნებით. მოკლედ, მრავალგზის იმედგაცრუების მიუხედავად, საქართველოში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოლოდინი იგრძნობა. მოუსმინეთ ეკა წამალაშვილს


აფხაზეთის პრობლემის მიმართ გააქტიურება იანვრის და ივლისის დამახასიათებელ მოვლენდა იქცა, რადგან, აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ გაეროს უშიშროების საბჭო, სწორედ, იანვრის და ივლისის ბოლოს მსჯელობს. აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებსაც მანდატის ვადა 6 თვეში ერთხელ, დეკემბრის და ივნისის ბოლოს ეწურება ხოლმე. ამდენად, არაეფექტური სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების საკითხზე დავაც უშიშროების საბჭოს სხდომების წინ იწყება ხოლმე. მოკლედ, აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ გააქტიურება, ერთგვარად, სეზონურ მოვლენას დაემსგავსა. არდა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის პრობლემის განხილვის მოლოდინს, საქართველოს მხარისთვის მისაღები რეზოლუციის მიღება მოსდევს ხოლმე, სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძლების გაჭიანურებას - ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა და იმის მიუხედავად, რომ ასე მრავალჯერ მოხდა, არაფერი შეცვლილა. აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში გაეროს უშედეგო ძალისხმევის ფონზე ძალიან ძნელია ვიფიქროთ, რომ კონფლიქტის მოწესრიგებაში რაიმე გადატეხას უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია, მაინც, შეიტანას.

თბილისში ელიან, რომ მორიგი რეზოლუცია წინზე მკაცრი იქნება, თუმცა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მინიშნება, რომ თუ უახლოს პერიოდში პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების პერსპექტივა არ გამოჩნდება საქართველოს მხარე იძლებული იქნება აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით გაეროს სპეციალური სხდომის მოწვევა მოითხოვოს, გაეროსადმი სკეპტიციზმზე მეტყველებს და მაინც, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისთვის საქართველოს მხარე ემზადება და აფხაზეთის საკითხებზე კონსულტაციებს იწყებს. ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად 31 იანვრამდე თბილისში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ლევან მიქელაძე და გაეროში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ადამია ჩამოვლენ, ამას გარდა, თბილისს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პუტინის პირადი წარმომადგენლიც უნდა ეწვიოს. რუსეთში საქართველოს ელჩის ტაოსნობით პარალელური პრიცესი დაიწყება მოსკოვშიც, თუმცა, რამდენადაც, მოსკოვში ჩასული საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი 15 იანვარსაც აწარმოება მოლაპარაკებებს სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის გახნის ფაქტთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვური კონსულტაციებს წინ საქართველოსა და რუსეთს შორის ერთი სადაო საკითხი უკვე გარკვეულია.

სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის აღდგენა კომერციულ სტრუქტურას ბრალდება. მერაბ ადეიშვილს თავისმა რუსმა კოლეგებმა განუმარტეს, რომ აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სახელმწიფო დონზე არ გადაწყვეტილა. ასეთი ორიგინალური განმარტების შემდეგ, საინტერესოა, სარკინიგზო ხაზის აღდგენის ფაქტს გააპროტესტებს თუ არა საქართველოს მხარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. აქვე შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ თავის ბოლო რეზოლუციაში სინანული გამოთქვა აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკების მიუღწევლობის გამო და მხარეებს ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობის დაწყება მოუწოდა.
XS
SM
MD
LG