რამდენიმე დღის წინ კრწანისის "11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნის" პოლიგონზე, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში, მეორე ქვედანაყოფის - საჩხერის მსროლელთა ხუთასკაციანი ბატალიონის - სასწავლო შეკრება დაიწყო. დღეს კი კოჯორში გაიმართება კომანდოს კურსების მე-5 გამოშვების საზეიმო ცერემონიალი, რომლის დამთავრების შემდეგაც საქართველოს შეიარაღებული ძალები თურქეთის სპეცდანიშნულების ძალთა ინსტრუქტორების მიერ მომზადებულ 51 ოფიცერს მიიღებენ.
თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც სამხედრო სფეროში საქართველოსთან სტრატეგიული ხასიათის ხუთწლიანი პარტნიორობა აკავშირებს, სამხედრო-ტექნიკური სფეროს გარდა, დახმარების პროგრამებს ოფიცერთა მომზადების მიმართულებითაც ახორციელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო სასწავლებლებში მომზადება სხვადასხვა დროს სამასამდე ოფიცერმა, ზემდეგმა და სამხედრო აკადემიის მსმენელმა გაიარა. ორი წლის წინ კი ხელი მოეწერა თანამშრომლობის პროგრამას თურქეთის სპეცდანიშნულების სარდლობასთან, რის შემდეგაც თურქმა სპეციალისტებმა საქართველოში "კომანდოს" ტიპის ოფიცერთა მომზადება დაიწყეს.
თანახმად თურქული პროგრამისა, რომელიც ნატოს მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი, ოფიცრები თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს კოჯრის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გადიან, სპეციალური საპარაშუტო მომზადება კი უშუალოდ თურქეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ხდება.
როგორც რადიო “თავისუფლებასთან" ინტერვიუში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, დღევანდელი გამოშვების ჩათვლით, თურქმა სპეციალისტებმა ასზე მეტი ქართველი ოფიცერი მოამზადეს და მათი უმრავლესობა კონტრაქტის საფუძველზე აგრძელებს კარიერას შეიარაღებული ძალების რიგებში.
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "პრაქტიკულად ამ ბაზაზე - ამ გამოშვებული ოფიცრების ბაზაზე - დღეს არსებობს კომანდოს ბატალიონი, დაკომპლექტებული ოფიცრებით. ამ ოფიცრებით იქნება დაკომპლექტებული საჩხერის ბატალიონი. "
აღსანიშნავია, რომ სპეცდანიშნულების ოფიცერთა მოსამზადებელი მოკლევადიანი კურსები მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა, ამის პარალელურად, შარშან თურქეთის მხარემ სურვილი გამოთქვა, შეემუშავებინა სპეციალური პროგრამა, რომელიც საქართველოში პირველი პროფესიული სპეცდანიშნულების ბრიგადის ჩამოყალიბებას მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროგრამის დეტალები ჯერჯერობით ზუსტდება, თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პირველი საბრძოლო ქვედანაყოფის მომზადებას თურქი სპეციალისტები გაზაფხულიდან შეუდგებიან.
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ეს, ზუსტად ეს პროგრამა - სპეცდანიშნულების ბრიგადის ჩამოყალიბება - არის ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ინტეგრირებული ნაწილი, რომელსაც თურქები ცალკე განახორციელებენ ანალოგიური, ვთქვათ, სტანდარტებით."[სტილი დაცულია]
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს უკვე მოფიქრებული აქვთ სპეცდანიშნულების ბრიგადის დაკომპლექტებისა და საშტატო შემადგენლობის პროექტი. 600 კაციანი ბრიგადა კოჯრის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე დაიდებს ბინას და იგი მთლიანად კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტდება. სამხედრო ნაწილში ასევე იმსახურებენ სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცებიც, მაგრამ მათი რაოდენობა საერთო საშტატო რიცხოვნების მხოლოდ 15 პროცენტით იქნება განსაზღვრული და მხოლოდ ადმინისტრაციულ რგოლებში გაივლიან სამსახურს. როგორც თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, თუ ყველაფერი გეგმის თანახმად განხორციელდა, სპეცდანიშნულების ეს ბრიგადა მომავალი პროფესიული ქართული არმიის ნიმუშად უნდა იქცეს.