Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ფხენიანში, რუსეთის საგარეო საქმთა


შაბათს ფხენიანში, რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ლოსიუკოვმა,

შაბათს ფხენიანში, რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ლოსიუკოვმა,
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან სეკ ჩუსთან განიხილა მოსკოვის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას ითვალისწინებს. ამ გეგმის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უნდა განაახლოს ჩრდილოეთი კორეისათვის ეკონომიკური დახმარების მიწოდება და უზრუნველყოს მისი უშიშროება, ხოლო ფხენიანმა თავის მხრივ, უნდა იკისროს ვალდებულება, რომ კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად დარჩება. კვირას, ალექსანდრ ლოსიუკოვი ჩრდილოეთი კორეის პრეზიდენტს კიმ ჩენ ირს შეხვდება.
XS
SM
MD
LG