ამ გამოფენით ხელოვნების მუზეუმის მესვეურებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია: “რელიგიის თემაზე” შექმნილი ხელოვნების ნიმუშები მუზეუმის ფონდებში უნდა ინახებოდეს.
ქრისტიანული კულტურის იმ ძეგლებს შორის, რომელიც ხელოვნების მუზეუმმა საშობაოდ წარმოადგინა, ძველი ქართული ფერწერული ხატები ჭარბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუზეუმის დირექცია კვლავაც მზადაა დაიცვას თავისი პოზიცია და არამც და არამც არ დაუთმოს ეკლესიას მუზეუმის ფონდებში დაცული სახვითი და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები. ხელოვნების მუზეუმი ამ ნამუშევრებს, თუნდაც ექსპოზიციაზე წარმოდგენილ “სამთავისის საიდუმლო სერობას”, “კაცხის წმინდა იოანე ნათლისმცემელს” სწორედ ხელოვნების ნიმუშებად მიიჩნევს, რასაც, პირველ რიგში, ექსპოზიციის, ასე ვთქვათ, “ფორმა და შინაარსი” ადასტურებს. ფერწერული ხატები და ხელნაწერთა მინიატურების ასლები აქ საერო პირთა ნამუშევრების გვერდითაა გამოფენილი. უნიკალურ ძეგლებს გვერდს უმშვენებს, მაგალითად, გიგო გაბაშვილის “სვეტიცხოველი”, რომლის “პერედვიჟნიკურ-რუსული იერი” და ეთნოგრაფიულობა, გარკვეული თვალსაზრისით, ეროვნული ქრისტიანული კულტურის, თუ გნებავთ, “რელიგიური მხატვრული ხედვის” კრიზისს უფრო გამოხატავს, ვიდრე რაიმე ერთიანი ტრადიციის შენარჩუნებას ქართულ სახვით ხელოვნებაში. იგივე შეიძლება ითქვას მეცხრამეტე საუკუნის მიწურულით დათარიღებულ სურათებზე, რომელიც დაზგური მხატვრობის ნიმუშებია და რელიგიასთან მხოლოდ “შინაარსი” აკავშირებს - მაგალითად, კათალიკოს ანტონ მეორის ან ანჩისხატის დეკანოზის პორტრეტებზე. მეთორმეტე საუკუნის ქართული მონუმენტური ხელოვნების ასლებს, რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, თუნდაც დავით-გარეჯის მთავარი ეკლესიის ულამაზეს ანგელოზს განკითხვის დღის კომპოზიციიდან, ან მარტვილის ღვთისმშობლის ეკლესიის მაცხოვარს, მხატვრული თვალსაზრისით, ვერც დიმიტრი შევარდნაძის მიერ შესრულებული ჭიათურის ეკლესიის კანკელის მოხატულობა შეედრება. მაგრამ ხელოვნების მუზეუმმა ეს ყველაფერი ერთ გამოფენაზე წარმოადგინა, ე.ი., ნება-უნებლიეთ, იმ ადამიანთა გავლენის ქვეშ მოექცა, რომლებიც სახვით ხელოვნებას ისევ საბჭოური პრინციპით – შინაარსისა და თემატიკის მიხედვით განიხილავენ. და თუ იმავე გიგო გაბაშვილის “სვეტიცხოველს” (საბჭოთა ეპოქაში ამ სურათს “სვეტიცხოვლობა” ერქვა) ქართველი ხელოვნებათმცოდნეები ეროვნული ქრისტიანული კულტურის განვითარების ეტაპად მიიჩნევენ, აღარავის უნდა უკვირდეს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი კვლავაც მოითხოვს საკულტო მნიშვნელობის ძეგლების მუზეუმიდან გატანას და ეკლესიისთვის გადაცემას.