Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე გაუწიოს დახმარება შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ ომში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე გაუწიოს დახმარება შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ ომში.
ეს მან დღეს თქვა ლონდონში, წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ურჩევნია იმოქმედოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა საომარ მოქმედებებს, მაგრამ, ამავე დროს, არ გამორიცხა შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო მოქმედებები რეზოლუციის გარეშე. ბლერის თქმით, ერაყი ვალდებულია ითანამშრომლოს აკრაძლული იარაღის გამოაშკარავების საქმეში. [ბლერის ხმა] "სადამ ჰუსეინის მოვალეობა ორი ნაწილისგან შედგება: ჯერ ერთი, მან ინსპექტორებს ერაყში ნებისმიერი ობიექტის შემოწმების უფლება უნდა მისცეს. ამავე დროს მან სიმართლე უნდა თქვას იმის თაობაზე, თუ რა მოეპოვება და ინსპექტორებთან უნდა ითანამშრომლოს იარაღის განადგურების საქმეში."

XS
SM
MD
LG