Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პარლამენტი 28 თებერვალს წელს


ჩეხეთის პარლამენტი 28 თებერვალს წელს მესამედ შეეცდება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევას. ამის თაობაზე ჩეხი პარლამენტარები 6 თებერვალს შეთანხმდნენ.

ჩეხეთის პარლამენტი 28 თებერვალს წელს მესამედ შეეცდება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევას. ამის თაობაზე ჩეხი პარლამენტარები 6 თებერვალს შეთანხმდნენ.
გასულ თვეში მათ ორჯერ წარუმატებლად სცადეს ვაცლავ ჰაველის მემკვიდრის არჩევა. თავად ჰაველის მეორე საპრეზიდენტო ვადა ორშაბათს დასრულდა. ჩეხეთის კონსტიტუცია კრძალავს მესამე ვადით ერთი და იგივე პირის არჩევას, პარლამენტარებს კი ნებას რთავს ორი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ 30 დღის ვადაში კიდევ ერთხელ სცადონ პრეზიდენტის არჩევა. დღემდე ჩეხმა კანონმდებლებმა ვერ შეძლეს პრეზიდენტობის ერთ კანდიდატზე შეთანხმება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად დღეს პოპულარული ჩეხი მომღერალი კარელ გოტიც მოიაზრება, თუმცა თავად გოტი ამას სერიოზულად არ განიხილავს.
XS
SM
MD
LG