პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი მიესალმა მოლაპარაკებათა განახლებას ისრაელსა და პალესტინელებს შორის.
ისრაელის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი, ამ კვირაში, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობის წარმომადგენელს აჰმედ ქურეას შეხვდა. შარონმა წამოაყენა წინადადება, რომ ისრაელის ჯარმა თანდათანობით დატოვოს ავტონომიის ის ტერიტორიები, სადაც პალესტინელთა უშიშროების ძალები ქმედით ზომებს მიიღებენ ტერორისტული აქტების აღსაკვეთად. ამასობაში იუწყებიან, რომ ისრაელმა ჯარისკაცებმა, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დღეს დაანგრიეს სახლები იმ ორი პალესტინელი ექსტრემისტისა, რომლებმაც ოთხშაბათს, 2 ისრაელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.