Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიმეორა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიმეორა დღეს თავისი პოზიცია ერაყის მიმართ და განაცხადა,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიმეორა დღეს თავისი პოზიცია ერაყის მიმართ და განაცხადა,
რომ შეერთებული შტატები კონკრეტული ქმედებისთვის უნდა იყოს მზად. თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ბუშმა თქვა, რომ აშშ ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რათა დაიცვას თავი და განაიარაღოს ერაყის რეჟიმი. ჯორჯ ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ მიესალმებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციას, რომელიც მწვანე შუქს მისცემს ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, თუმცა დასძინა, რომ გაერომ არ უნდა დაიხიოს უკან და ნოემბერში მიღებული 1441-ე რეზოლუციის პირობათა განუხრელი შესრულება უნდა მოსთხოვოს ბაღდადს.
XS
SM
MD
LG