Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ქვეყნის


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ქვეყნის პრეზიდენტისაგან მიიღო დავალება, ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა ქვეყნის პრეზიდენტისაგან მიიღო დავალება, ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა
მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე პარტიამ - ლიკუდმა - დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გასული თვის საპარლამენტო არჩევნებში. პრემიერ-მინისტრის სურვილია, შექმნას ფართო პოლიტიკური სპექტრის მომცველი მთავრობა ოპოზიციური მუშათა პარტიის მონაწილეობით. დღეს მან განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ბოლოს მოუღებს პალესტინურ ტერორიზმს და პალესტინელების ლიდერის პოსტს ჩამოაშორებს იასირ არაფატს. პალესტინელების უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა საებ ერაქატმა დაგმო ეს განცხადება, რომელიც, ერაქატის სიტყვებით, ცხადჰყოფს, რომ შარონი არ არის დაინტერესებული მშვიდობით. ისრაელის შრომის პარტია, მოითხოვს პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყოვნებლივ განახლებას და უარს ამბობს შარონის მთავრობაში შესვლაზე.
XS
SM
MD
LG