ნატოს წარმომადგენლებმა დღეს ბრიუსელში ვერ შეძლეს გადაწყვეტილების მიღება ერაყის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში თურქეთის მიერ მოთხოვნილი დახმარების თაობაზე.
გერმანია, საფრანგეთი და ბელგია ეწინააღმდეგებიან საომარი მზადების დაწყებას პარასკევამდე, როცა გაეროს განიარაღების ექსპერტებმა უშიშროების საბჭოს ანგარიში უნდა წარუდგინონ. თურქეთი გაეროს გადაწყვეტილებას დაელოდება ერაყის პრობლემასთან დაკავშირებით, სანამ შეუდგებოდეს ერაყის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის საკითხის განხილვას, განაცხადა დღეს თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა რეჯეპ ერდოანმა. დღეს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დამატებით გაააქტიურეს 39 ათასი ნაწილობრივ რეზერვისტი. ამჟამად აქტიური რეზერვისტების რიცხვმა 150 ათასს მიაღწია. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა გორდონ ბრაუნმა გამოაცხადა, რომ ზრდის საზოგადოებრივ ფონდებს ერაყში შესაძლო ომისათვის.